about me

ქრისტინე გოზალიშვილი.
IV კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ილიას სახელობის უნივერსიტეტში.
ქალაქი: თბილისი.
ასაკი: 21 წელი.
დაბადების თვე, რიცხვი, წელი:22, 02, 1989
განთლება:
ძირითადი- დაწყებითი განათლებია,
მეორადი- სკოლამდელი აღზრდა.
გამოცდილება: გავიარე 2 თვიანი პრაქტიკა 117-ე საჯარო სკოლაში.
სურვილი: გავხდე ძლიერი სპეციალისტი,(დაწყებითი განათელება).
ჰობი: მუსისკის მოსმენა, კითხვა.
ზოდიაქო:თევზები

Sunday, May 30, 2010

14 აპრილის ლექცია-"მე ვიკვლევ"


თავდაპირველად 14 აპრილის ლექცია ჩვეულებისამებრ დაიწყო, როგორც არის მისალმება, მერე უკვე მთავარ თემებზე გადასვლა და აქტიური მუშაობა, რა თქმა უნდა ყველა ლექციაზე განსხავებული. სწორედ ეს აქტიური მუშაობა ჩატარდა არა აუდიტორიაში არამედ გარეთ, რა თქმა უნდა ლექციის გარკვეული ნაწილი.
რაც მთავარია დავალება რა გვქონდა.უნდა გამოგვეკვლია "რაც უფრო ძვირია, მით უფრო გემრიელია?" დავიყავით ჯგუფებად და ჩვენს ჯგუფს შეხვდა "მყარი"ანუ გამოსაკვლევად გვქონდა მაგ:შოკოლადი, ნაყინი. შაქარი და ასე შემდეგ.
ჩვენმა კვლევამ მეტად წარმატებულად ჩაიარა, რაც მთავარია დრო ისე გავიდა რომ ვერც კი ვიგრძენით.ბევრი სხადასხვა პასუხი მივიგეთ. ზოგს რა მოსწონდა, ზოგს რაა. ზოგი ფასს ანიჭებდა უპირატესობას, ზოგიც გემოს.ამგვარად არც იქნებოდა მოსაწყენი ჩვენი კვლევა.
დაწვრილებით კი როგორ გავიყავით ფგუფებად,როგორ მოვიძიეთ, რა საფეხურები გავიარეთ მიზნის მისაღწევად და რა შედეგზე გავედით იხილეთ აქ.

ისტ-ის გამოყენებით "მე ვიკვლევ" slide show იხილეთ აქ.

"მე ვიკვლევ" სტარტეგია

“მე ვიკვლევ” სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სასკოლო დონეზე რეალიზების ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა. ამ სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეულ მოსწავლესთან, ისე წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.
რომლის მეშვეობითაც ბავშვები იძენენ ბევრ უნარს ეს იქნება მაგ:კომპიუტერთან მუშაობა, გამოკითხვა, ხალხთან ურთიერთობა და ორგანიზება ასე შემდეგ.
იგი შედგება შემდეგი საფეხურებისაგან:

1) თემის შერჩვევა;
2) კვლევის გეგმის ჩამოყალიბება;
3)ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
4)კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება.
დაწვრილებით იხილეთ აქ

Saturday, May 29, 2010

პროექტ "ქვეშეთის" რეზიუმე


ძალიან დამაინტერესა სახელმა და გადავწყვგიტე თავიდან ბოლომდე გავცნობოდი "ქვეშეთის " პროექტს.ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული, გათვალისწინებული ყველა დეტალი.
თურმე მას იმიტომ ეწოდა "ქვეშეთი", რომ დიდი ხნის წინ ამ მიდამოებში ძლიერი მიწისძვრების, ზვავებისადა მეწყერების გამო მთაში ცხოვრება შეუძლებელი გახდა და მოსახლეობამ ნელ-ნელა დაბლობისკენ იწყო სვლა.რადგანაც ეს ტერიტორია მთების ქვეშ მდებარეობს ხალხმა მას ქვეშეთი უწოდა. იქ ჩვეულებრივად არის ყველაფერი ეს იქნება სკოლა, სამდეცინო პუნქტები და ასე შემდეგ.ეს ტერიტორია იმით არის ცნობილი , რომ წარმოადგენდა სამხედრო გზას.ამ სამხედრო გზის მეშვეობით , მეორე მსოფლიო ომის დროს რუსები და გერმანელები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
ამ მხარეში დიდი ხნის ისტორია აქვს ძეგლებეს, რომელიც მეთორმეტე საუკუნიდან მომდინარეობს.
ამგვარად დიდი ნამუშევარი და ღვაწლი ჩანს ამ პროექტის დამუშავებაში. ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენებით არის სავსე. დაწვრილებით ნახეთ აქ.

Thursday, May 27, 2010

ნარცისი და ტიტა












ერთ-ერთი დავალება ის იყო რომ ქართული სამი პროექტიდან უნდა აგვერჩია ერთი რომელიც იყო http://www.gearn.blogspot.com/-ზე და დაგვეწერა იმ პროექტს რომელი საგნის საწვლებისას გამოვიყენებდით და რატომ, რა უნარებზე გავიდოდით.
მე ავარჩიე "ნარცისი და ტიტა", რომელსაც ბიოლოგიის სწავლებისას IV კლასში გამოვიყენებდი.
სრული ვერსია იხილეთ აქ.

IEARN --- GEARN


- ეს არის ქართული საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. სადაც შეგვიძლია ვნახოთ ქართული პროექტები.http://www.gearn.blogspot.com/






- ეს არის საერთაშორისო, საგანმანათლელო
და რესურს ცენტრი. რომელშიც შეგვიძლია ვნახოთ ძალიან ბევრი საინტერესო რამ. აქ არის პროექტები როგორც ქართული ასევე უცხოური.შეგვიძლია ასევე გავხსნათ ჩვენი თემა, რაც გვაინტერესებს იმის თაობაზე. ასევე არის გახსნილი ფორუმები სადაც შეგვიძლია დავაკომენტაროთ.



Wednesday, May 26, 2010

რა არის პროექტი?

მართლაც რომ და რა არის პროექტი.ერთი შეხედვით ძაან რთულად გვჩვენება და ხშირად ზუსტად ეს არის მიზეზი იმის, რომ ხშირად არ ვიყენეთ სწავლების დროს. მაგრამ კარგად რომ დავუკვირდებით და ვნახავთ რას შეიცავს, რის გაკეთება შეგვიძლია, ვუფიქრდებით რომ არ ყოფილა რთული და უფრო ადვილია მოსწავლის შეფასება.თითქმის ისეთივე აქტივოვებს შეიცავს, რა თქმა უნდა არის განსხვავებებიც, რომელსაც ვიყენებთ გაკვეთილზე. მაგ:ინფორმაციის მოძიება, დასწავლა, პრეზენტაცია და ასე შემდეგ.რომლის მეშვეობითაც უვითარდებათ უფრო მეტი უნარი , რაც აუცილებელია ადამინის წინსვლისთვის.
პროექტი არის:
1) საქმიანობების ერთობლიობა;
2) მიზანი;
3) დაწყების და დასრულების დრო;
4) ადამიანთა გუნდი;
5) რესურსები/ბიუჯეტი.
თუ რა არის სასწავლო პროექტი დაწვრილებით იხილეთ აქ.

Tuesday, May 18, 2010

რატომ მინდა ამ კუსის გავლა


"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში" - ეს არის ჩემი კურსის სახელწოდება, რომლის პირველი ლექცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ძირითადად პირველი ლექციას გაცნობითი ფუნქცია აქვს. გაგვაცნეს თუ რაზე იქნებოდა საუბარი შემდენ ლექციებზე და რაზე გავამახვილებდით ყურადღებას.და შესაბამისადაც დაგვევალა, რომ დაგვეწერა ჩვენი მოლოდინები, ასევე რატომ გვინდოდა ამ კურსის გავლა.

Tuesday, May 4, 2010

სახელის გაშიფვრა

"ჩემი სახელი მსოფლიოში" იყო ერთ-ერთი ლექცია. სალექციო კურსში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში. რომელშიც ძირითადი არის "სახელის გაშიფვრა" ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ადამიანის გასაცნობად.
ამ პროექტში შენი სახლის თითოეულ ასო-ბგერაზე ვუთანხმებთ იმ ეპითეტებს, რომელიც დამახასიათებელია დამწერლის ავტორისთვის.
ლექციზე ამის მსგავსად ყველას უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი "სახელის გაშიფვრა". თავდაპირველდ ყველა ჩვენ-ჩვენთვის დავიწყეთ ფიქრი როგორები ვიყავით. ხოლო ლექციის ბოლოსკენ თითქმის ყველა ჩართული იყო ერთმანეთის დახმარებაში და ვასახელებდით ეპითეტებს. ამის შემდეგ ყველამ ჩვენ-ჩვენი დავალება გადავუგზავნეთ ლექტორს.
ხოლო ჩემი სახელის გაშიფვრა იხილეთ აქ.