"ჩემი სახელი მსოფლიოში" იყო ერთ-ერთი ლექცია. სალექციო კურსში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით სკოლაში. რომელშიც ძირითადი არის "სახელის გაშიფვრა" ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ადამიანის გასაცნობად.
ამ პროექტში შენი სახლის თითოეულ ასო-ბგერაზე ვუთანხმებთ იმ ეპითეტებს, რომელიც დამახასიათებელია დამწერლის ავტორისთვის.
ლექციზე ამის მსგავსად ყველას უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი "სახელის გაშიფვრა". თავდაპირველდ ყველა ჩვენ-ჩვენთვის დავიწყეთ ფიქრი როგორები ვიყავით. ხოლო ლექციის ბოლოსკენ თითქმის ყველა ჩართული იყო ერთმანეთის დახმარებაში და ვასახელებდით ეპითეტებს. ამის შემდეგ ყველამ ჩვენ-ჩვენი დავალება გადავუგზავნეთ ლექტორს.
ხოლო ჩემი სახელის გაშიფვრა იხილეთ აქ.